logo
ENG


ვოლსკი: ივანიშვილი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია და დამთავრდა, წერტრილი
გია ვოლსკი
03 იან, 2024 17:42
ვოლსკი: ივანიშვილი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია და დამთავრდა, წერტრილი
  • 376ნახვები

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სწორადაც განაცხადა, რომ არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის და რასაკვირველია, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დაშვებულ იქნას რაღაც ისეთი, რომელიც გუნდს არ ახასიათებდა არასდროს, არ ახასიათებს და არც მომავალში უნდა ახასიათებდეს. ამაზე ილაპარაკა სავსებით გარკვევით და არ მგონია, ამაში რაიმე ოპოზიციისთვის გადაგდებული რაიმე მაშველი რგოლი არსებობდეს.

ადრეც მითქვამს, ოპოზიცია ეპოტინება ხავსს და ხავსიც კი აღარ შერჩა იმ ლოდებს, რომელიც საკმაოდ რთული, მოუხერხებელია ჩამოსაკიდებლად და გასამყარებლად საკუთარი პოზიციის...

ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეს არის მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, სრული წერტილი.

ამბობს ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებასთან" დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.



ასევე ნახეთ
close დახურვა