logo
ENG


წითლიძე: 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე ხელისუფლებისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს
ანა წითლიძე
08 იან, 2024 17:41
წითლიძე: 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე ხელისუფლებისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს
  • 463ნახვები

9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე არანაირი მოლოდინი ხელისუფლებისგან ნამდვილად არ გვაქვს. იმიტომ, რომ ამ 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება რეალურად, მათთვის ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ის პოზიცია აქვთ, რომ თურმე არაფერში არ სჭირდებათ სამუშაო ჯგუფების შექმნა. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებითაც არ იზამს არაფერს.

2024 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილთან ერთად უკვე ქართული ოცნება დამარცხდება და კოალიციური მთავრობის პირობებში, შესაძლებელი არის შემდეგ ამ 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება ისე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა