ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის და ვაფასებ შტატების ურყევ ერთგულებას ჩვენს მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ, რადგან ეს არის ომი, რომელიც გავლენას ახდენს თავისუფალი სამყაროს საერთაშორისო ღირებულებებზე. რეალურად, ჩვენი მტერი მხოლოდ ჰამასია.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიბრძოლოთ ისე, რომ სამოქალაქო პირები იყვნენ უსაფრთხოდ. მათ გასაფრთხილებლად ყველა საშუალებას ვიყენებთ. საპასუხოდ, ჰამასის წევრები ბინძურად გვებრძვიან. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, იყენებენ სამხედრო მიზნებისთვის.
განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას.