logo
ENG


ნეთანიაჰუ: ისრაელი ჰამასის ტერორისტებს ებრძვის და არა პალესტინელ მოსახლეობას
  • 322ნახვები

მსურს, სრულიად ნათლად განვაცხადო, ისრაელი არ აპირებს ღაზის სამუდამოდ ოკუპაციას, ან მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას. ისრაელი ჰამასის ტერორისტებს ებრძვის და არა პალესტინელ მოსახლეობას და ჩვენ ამას საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ვაკეთებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეამცირონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, ხოლო ჰამასი ყველაფერს აკეთებს, რომ მსხვერპლი მაქსიმალურად გაზარდოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებით. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ ღაზა ჰამასის ტერორისტებისგან და გავათავისუფლოთ ჩვენი მძევლები.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა