logo
ENG


ჩხაიძე: მარტის ბოლომდე მოსალოდნელია გრიპის ცირკულაცია, ახლაც შეიძლება აცრა, გვიანი არაა
მაია ჩხაიძე
15 იან, 2024 22:28
ჩხაიძე: მარტის ბოლომდე მოსალოდნელია გრიპის ცირკულაცია, ახლაც შეიძლება აცრა, გვიანი არაა
  • 355ნახვები

აცრა არ არის დაგვიანებული არასოდეს. გრიპის შემთხვევაში მით უმეტეს. უნდა დაწყებულიყო მზადება სეზონური გრიპებისთვის შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეში საქართველოში ხელმისაწვდომი იყო უკვე. ვაქცინა ისევ არის და ახლა თუ აიცრებიან, მარტის ბოლომდე მოსალოდნელია გრიპის ცირკულაცია გარემოში და ავადობა ახლა კიდევ უფრო მოსალოდნელია, რომ მოიმატებს - სკოლები, ბაღები დაიწყო.

აცრიდან ორი კვირის განმავლობაში იმუნიტეტი ყალიბდება. ამიტომ, არავინ თქვას, რომ არის გვიან. ახლაც შესაძლებელია აცრა...

ვაქცინაციას თუ ჩაიტარებენ, ძალიან კარგი იქნება. ჯერაც არ არის გვიან. ამით დავიცავთ რისკ ჯგუფებს. 6 თვემდე ასაკში არ შეიძლება აცრა და ჩვილებსაც დავიცავთ, თუ ოჯახის წევრები ავიცრებით, რომ სახლში არ მივიტანოთ ინფექცია.

თქვა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა