logo
ENG


წითლიძე: პოლიტიკური ნება არ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ 9-პუნქტიანი ვალდებულება შეასრულოს
ანა წითლიძე
26 იან, 2024 17:54
წითლიძე: პოლიტიკური ნება არ აქვს ამ ხელისუფლებას, რომ 9-პუნქტიანი ვალდებულება შეასრულოს
  • 437ნახვები

მოლოდინი იმისა, რომ ქართული ოცნება ახლა რამეს შეასრულებს 9-პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით, არ გვაქვს ნამდვილად. არათუ ჩვენ არ გვაქვს, სტრასბურგში ვარ ახლა და ვხვდები თითქმის ყველა ქვეყნის დელეგაციას და მოლოდინი იმისა, რომ ქართული ოცნება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, არ აქვს, ფაქტობრივად, არავის.

არ არის მნიშვნელოვანი ის, რას ლაპარაკობს ქართული ოცნება, არ არის მნიშვნელოვანი ეს სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, თუ არ შეიქმნება, იმიტომ, რომ ამ ფორმატში მუშაობა ჩვენ პარლამენტში მაინც გვიწევს 9-პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკური ნება არ აქვს ამ ხელისუფლებას იმისი, რომ რამე შეცვალოს და ეს 9-პუნქტიანი ვალდებულება შეასრულოს. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მაგალითად,  სასამართლო რეფორმა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა