logo
ENG


მელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე - მალე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება
ნიკა მელია
31 იან, 2024 19:50
მელია: ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე - მალე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება
  • 387ნახვები

შემომდის ბევრი ზარი და კითხვა მედიებისაგან პოტენციურ ერთობაზე და იმ ფორმასა თუ შინაარსზე, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შევალ საარჩევნო მარათონში. ამიტომ, ვწერ პოსტს, რომლითაც შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ და მიიღოთ ჩემს პასუხად.

ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ჩემი ეს პოზიცია არაერთგზის დამიფიქსირებია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით 2020 და 2021 წლებში და მისი ერთგული ვარ დღემდე.

გარდა იმისა, რომ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგს, მაშინ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გამოცდილებაც - ერთობას საფუძვლად უნდა ედოს ღირებულებითი პრინციპი და უნდა ასახავდეს ხალხის ინტერესს - არა მხოლოდ ტექნიკურად უნდა იყოს მოსახერხებელი ერთად ყოფნა, არამედ ამ ერთობით საზოგადოებრივი ინტერესის უკეთ ასახვა და უკეთ განხორციელება უნდა იყოს შესაძლებელი.

მალე აუცილებლად იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ამ და სხვა საკითხებზე, რომელიც იქნება საჯარო, ხალხის ინტერესითა და გამარჯვებისათვის საჭირო ქმედებებით ნაკარნახები - მე ვიქნები იქ, სადაც სისტემის დემონტაჟი, მისი ცვლილება ახალი ჯანმრთელი მოცემულობით იქნება შესაძლებელი; სადაც არ იარსებებს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მქონე არანაირი ხმა, გარდა ხალხის ხმისა - მათი მისწრაფებებისა და იქნება ორიენტირებული მომავალზე.

წერს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ნიკა მელია საკუთარ სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა