logo
ENG


გვარამია: თუ იქნება გაერთიანება, რომელზეც მე ვსაუბრობ, აიღებს მეტ ხმას, ვიდრე ენმ
  • 501ნახვები

მათემატიკური საკითხია, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, წერტილი. თუ იქნება შუაში გაერთიანება, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ის არ იქნება მთავარი თანამონაწილე, იმიტომ რომ ის ბლოკი, რომელზეც მე ვსაუბრობ, აიღებს მეტ ხმას [ნაციონალურ მოძრაობაზე], ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, ამას სჭირდება მუშაობა და შეთანხმებები. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კონფიგურაციაში ყველაზე მეტს ნაციონალური მოძრაობა აიღებს თუ არ აიღებს, ეს კონფიგურაცია მის გარეშე არის შეუძლებელი.

ან თავი არ უნდა მოვუტყუოთ, ან ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ. აბსურდია იმის მტკიცება, იმიტომ რომ სულელი არ არის ამომრჩეველი და მას ძალიან კარგად ესმის, რასაც ეუბნებიან. მან ძალიან კარგად იცის, რომ მათემატიკას იმგვარი წესები აქვს, რომელიც არ ექვემდებარება ემოციურ ცვლილებებს. თუ ვსაუბრობთ კოალიციაზე, მაშინ მთელი დროის დათმობა იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა აძაგო, მე არ მესმის.

განაცხადა მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ მთავარი არხის ეთერში. 

29 დეკემბერს ნიკა გვარამიამ საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკურ პროექტში იქნება, რომელიც "ახალ ადამიანებზე იქნება დაფუძნებული".



ასევე ნახეთ
close დახურვა