ამ კაცის ნალაპარაკევს მე არასოდეს სერიოზულად არ ვაანალიზებ, მაგრამ თუკი რაიმე სერიოზულად უნდა ვთქვა, ის არის, რომ მას სწორად დაუნახავს, ლელო არის ძალიან მაგარი და ძლიერი. შემდეგი მოწვევის პარლამენტში, როდესაც ბატონი პაპუაშვილი, უკეთეს შემთხვევაში, ოპოზიციაში იჯდება, ის ნახავს, რომ ძალიან რთულია იყო ოპოზიციაში, თუმცა ჩვენ თავისუფალი, კოალიციური ხელისუფლება ვიქნებით. ჩვენ ოპოზიციის დევნას არ დავიწყებთ და მისნაირი სამარცხვინო არ ვიქნებით, როგორც თავად არის. ის ნახავს, რომ ძალიან რთულია იყო ასეთი ტიპის დემოკრატიაში ოპოზიცია და იმ დღის წესრიგის ნახევარსაც რომ ვერ შექმნის, რასაც ლელო ქმნის დღეს, აი, მერე ვნახოთ, მისი შეფასება როგორი იქნება.
განაცხადა ლელოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
31 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტია ლელო დღეს "ჩიხუახუას სინდრომითაა წარმოდგენილი".