არ მგონია, ლევან ხაბეიშვილის გარდა, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დაშლა შეეძლო. ჩვენ ვიცით, რეალურად ეს ადამიანები ვინ არიან, რითი იკვებებიან, საიდან იკვებებიან, საიდან იმართებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ, შეიძლება ნაციონალური მოძრაობა იყვნენ, დღეს იშლებიან. რაღაც ახალ პლატფორმაზე შეიძლება მოახდინონ მათი კონსოლიდაცია და გაერთიანება, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. იმიტომ, რომ საზოგადოებამ, ყველა კარგად ვიცით, ინდივიდუალურად ვინ რას წარმოადგენს. ვინ საიდან ფინანსდება, რატომ ფინანსდება, რა განცხადებებს აკეთებინებენ და ა.შ. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, მათ სამშობლო არ გააჩნიათ.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.