logo
ENG


პრეზიდენტი ოპოზიციას: დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, უნდა შეძლოთ პრიორიტეტებზე შეჯერება
  • 334ნახვები

მოგმართავთ ოპოზიციას, რამეთუ თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა. დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმს აღვივებს. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ და გითხრათ, გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.

ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში წლიური მოხსენებისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა