logo
ENG


გვარამია: ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად დაველაპარაკები სააკაშვილის შეწყალებაზე
  • 419ნახვები

ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი [პრეზიდენტის ინიციატივა]. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. [...] ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი

განაცხადა მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. ის პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

დღეს ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენების წარდგენისას ოპოზიციას მომავლის ქარტიის - ერთობის პლატფორმა ევროპისთვის შექმნა შესთავაზა.



ასევე ნახეთ
close დახურვა