logo
ENG


კობახიძე: ჩემთვის მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის "ქართულ-ჯიგრულ პონტში"
  • 497ნახვები

ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის [საქართველოსთვის] თავმჯდომარე. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ. 

ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არასდროს არცერთი კორუფციული გარიგებით, არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად, ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია, იცით, ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა, რომელსაც არავითარი ინტერესი არ აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. 

ამბობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში, სადაც სამთავრობო გეგმას წარადგენს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა