logo
ENG


კალაძე: იმ კომპეტენციით, რომელიც კობახიძეს აქვს, შევძლებთ ყველანაირი პრობლემის გადალახვას
კახა კალაძე
09 თებ, 2024 11:10
კალაძე: იმ კომპეტენციით, რომელიც კობახიძეს აქვს, შევძლებთ ყველანაირი პრობლემის გადალახვას
  • 316ნახვები

ირაკლი [კობახიძე] არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა წარმატებები ვუსურვო მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი.

გუშინ, მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, ერთიანი ძალისხმევით, ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას.

თბილისის მერი კახა კალაძე ირაკლი კობახიძის პრემიერმინისტრად დანიშვნას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა