logo
ENG


ხაზარაძე: ემიგრაციაში დიდი ძალაა თავმოყრილი, რომელსაც გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია
  • 647ნახვები

ქვეყანა დატოვა საკმაოდ სერიოზულმა ინტელექტუალურმა ძალამ. ბოლო 2 წელიწადში 75 000 ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან 20-დან 29 წლამდე. გავიდა არა საშოპინგოდ ან სამოგზაუროდ, დარეგისტრირდა იქ. ეს არის ჩვენი ოფიციალური უწყებების მონაცემები. ეს არის ოქროს ფონდი. აღარ ვლაპარაკობ ყველა ასაკის 100 000 ადამიანზე, რომელიც შარშან გავიდა და ა.შ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. აქტიური საზოგადოება გაქრა და გადავიდა პასიურ ამბავში - ადამიანებმა გადაწყვიტეს, მოდი, ჩემს თავს მე თვითონ ვუშველი, იმიტომ, რომ ამათგან არაფერი გამოვა...

როცა ვლაპარაკობ, სად არის ძალა, მე ამ ძალას ვხედავ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში. ემიგრაციაში საკმაოდ დიდი ძალაა თავმოყრილი, რომელსაც შეუძლია, გადამწყვეტი როლის შესრულება ქვეყნის აღმავლობაში. ამიტომ ამოცანა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამარცხება და ძალიან სერიოზული გეგმა, რას ვაკეთებთ მეორე დღეს.

თქვა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას გადაცემა კვირის ფორმულაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა