logo
ENG


ბოტკოველი ოცნებაზე: კორუფციული ბუდე არ დაშლილა, აქტიურად აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას
  • 264ნახვები

როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება. კობახიძე პრემიერმინისტრი იქნება თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი იმ მიზანს და იმ ხაზს გააგრძელებს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი იზრუნონ ხალხისთვის, რომელთაც რეალურად, მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ, რომ ღირსეული შემოსავალი ჰქონდეთ და იმის საშუალება, რომ ოჯახები არჩინონ, რომ არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ შეინახონ ოჯახები. ამიტომ, კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, "კარგი შედეგები აქვს".



ასევე ნახეთ
close დახურვა