logo
ENG


ქემერონი: არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ
  • 413ნახვები

არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც 1930-იან წლებში ჰიტლერის მიმართ გამოვავლინეთ. ის დაბრუნდა, რათა უფრო მეტისთვის მიეღწია, რაც უფრო მეტი მსხვერპლი დაგვიჯდა, იმისთვის რომ მისი აგრესია შეგვეჩერებინა. არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც ის საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ გაუბედაობა პასუხის გაცემის მხრივ, როგორც 2014 წელს, როდესაც მან ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო - ის დაბრუნდა 2022 წელს და ახლა მისი აგრესია გაცილებით ძვირი გვიჯდება. მინდა, რომ გამოვავლინოთ ძალა, რომელიც გამოვავლინეთ 2022 წელს, როცა დასავლეთი დაეხმარა უკრაინელებს ნახევარი ტერიტორიის გათავისუფლებაში, იმ ტერიტორიის, რომელიც პუტინმა დაიპყრო და ეს ყველაფერი NATO-ს სამხედროების დანაკარგის გარეშე.

განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა