logo
ENG


მიშელი ნავალნიზე: EU ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
შარლ მიშელი
16 თებ, 2024 16:18
მიშელი ნავალნიზე: EU ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
  • 255ნახვები

ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.

ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში.

მებრძოლები იღუპებიან, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება/

წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე. 

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა



ასევე ნახეთ
close დახურვა