ეს ჩვენთვის ძალიან დამთრგუნველია. მე მას შევხვდი ბერლინში, როდესაც მოწამვლის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოვიდა, ვესაუბრე გამბედაობაზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთში დაბრუნებისთვის. ახლა მან სიცოცხლის ფასად გადაიხადა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა რეჟიმია ეს. მას, ვინც აკრიტიკებს, ვინც იცავს დემოკრატიას, უნდა ეშინოდეს საკუთარი სიცოცხლის და უსაფრთხოების, ამიტომ ვართ შეძრწუნებულები. ჩვენი ფიქრები მის ცოლთანაა, შვილებთან, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. ეს ნიშანია, თუ როგორ შეიცვალა რუსეთი. სამწუხაროდ, ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ის დიდი ხანია, რაც ჩამოშორდა დემოკრატიას, ეს დიდი ხანია, რაც არ არის დემოკრატია
განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.