logo
ENG


PACE-ს თავმჯდომარე: ნავალნი იყო იმედის შუქურა მათთვის, ვინც რუსეთში თავისუფლებისთვის იბრძვის
  • 424ნახვები

ეჭვგარეშეა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის სახელმწიფოს, რომელმაც სცადა მისი მოწამვლა, უკანონოდ დააპატიმრა და სისტემატურად ახორციელებდა საზარელ და არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართ. ეს ემატება ყველა იმ დანაშაულს, რომელიც უკვე ჩადენილი აქვს რუსულ რეჟიმს. ნავალნის სიკვდილი - უზარმაზარი დანაკარგია რუსი ხალხისთვის. როგორც თავისი უფლებების მამაცმა და გაბედულმა დამცველმა, მან აჩვენა, რომ სიმართლის ძალას შეუძლია დაუპირისპირდეს ყველაზე ძლიერ და მჩაგვრელ დიქტატურებსაც კი. ის იყო იმედის შუქურა მათთვის, ვინც რუსეთში თავისუფლებისთვის იბრძვის.

აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თავმჯდომარე თეოდოროს რუსოპულოსი.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა



ასევე ნახეთ
close დახურვა