შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით. ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატიისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც ველით შემდგომ ინფორმაციას, მოდით ნათლად ვთქვათ: ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია
წერს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.