პუტინს არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ NATO-ს უძლიერეს ალიანსს შეუძლია დაიცვას მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ამისთვის აუცილებელია ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება NATO-ს ფარგლებში. ვსაუბრობ ყველაზე დიდ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს კონტინენეტს ემუქრება და ეს არის ომი ევროპაში, რასაც თან მოსდევს გლობალური შედეგები. ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უკრაინას დავეხმარებით, პუტინი გაიგებს, რომ მოსკოვის ნაკარნახევი მშვიდობა არასდროს იქნება, რადგან ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.