logo
ENG


ზურაბიშვილი: წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ომი EU-ში რომ არ ყოფილიყო პოლონეთი, რუმინეთი...
  • 584ნახვები

ერთი სიტყვა - ეს აუცილებლობაა. უსაფრთხოება და აუცილებლობა. ეს ერთადერთი პერსპექტივაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარია უსაფრთხოება და უსაფრთხოების ეს აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს, რადგან წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ არ ყოფილიყო პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი.

ასე რომ, წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება - ჩვენი გაფართოება, ევროკავშირისა და ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება იქნება. ესაა სოლიდარობა და საერთო ღირებულებები.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა