logo
ENG


მარტინოვი: წყაროს ცნობით, ექიმებმა ნავალნის ცხედარზე სისხლჩაქცევები ნახეს
  • 1462ნახვები

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე სამედიცინო მუშაკს, რომლებიც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ნავალნის ცხედარს მალავენ და არ აძლევენ ნათესავებს. მთელი რიგი ღონისძიებებია ჩატარებული, რომ ახლობლები და ნათესავები არ მივიდნენ ნავალნის ცხედართან.

ჩვენმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ სამედიცინო მუშაკებმა იხილეს ნავალნის ცხედარზე სისხლჩაქცევები, რაც ნიშნავს, რომ ის ვერსია, რომელიც წამოაყენა რუსეთის ციხის თანამშრომლებმა, არ ეთანხმება ამ სისხლჩაქცევებს. ასეთი სისხლჩაქცევები ხდება კრუნჩხვების დროს. კრუნჩხვები შეიძლება, დაკავშირებული იყოს ნავალნის პირველ მოწამვლასთან და მის შედეგებთან ან ახალ მოწამვლას, ან სხვა ფაქტორებთან, რომლის დამალვას ცდილობს რუსეთის ხელისუფლება.

თქვა კვირის ფორმულას ეთერში ნოვაია გაზეტას ევროპის გამოცემის რედაქტორმა კირილ მარტინოვმა. [სინქრონული თარგმანი]

16 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნი ციხეში დაიღუპა. კრემლის პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბია.



ასევე ნახეთ
close დახურვა