logo
ENG


ვარჰეი: შევთანხმდით, მივიღოთ პროგრესი ევროკავშირის გზაზე - სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია
  • 343ნახვები

ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველო 2 თვის წინ, მოაქვს უკვე სარგებელი და დივიდენდები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირისთვის და ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია, დღევანდელი დისკუსიიდან გამოვიტანოთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დავაჩქაროთ ჩვენი სამუშაო, მივიღოთ პროგრესი ევროკავშირის გზაზე, 9 პუნქტი უნდა შევასრულოთ. [...]

ჩვენ ვეკითხებით და ვთხოვთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ სამუშაო - ეს იქნება სასამართლო რეფორმა, სხვა ნაწილები რეფორმის დღის წესრიგისა, რომელიც განვსაზღვრეთ ერთად 9 პუნქტში, რომ გადავიდეთ შემდგომ ეტაპზე, რადგან ეს არის ამ სამუშაოს მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირში მოხვდეს. ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ განსახორციელებელი და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უფრო მეტია სამუშაო.

განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა