logo
ENG


ბაიდენი: უკრაინელი ხალხი გაუტეხელი რჩება, ეს განპირობებულია მათი სიმამაცით და თავგანწირვით
ჯო ბაიდენი
24 თებ, 2024 13:17
ბაიდენი: უკრაინელი ხალხი გაუტეხელი რჩება, ეს განპირობებულია მათი სიმამაცით და თავგანწირვით
  • 310ნახვები

უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის შემდეგ კიევი კვლავ დგას. უკრაინა კვლავ თავისუფალია. უკრაინელი ხალხი პუტინის თავდასხმის წინაშე დაუმორჩილებელი და გაუტეხელი რჩება. ეს განპირობებულია მათი სიმამაცით და თავგანწირვით, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურებაცაა. ჩვენ შევქმენით 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გავაერთიანეთ და გავაფართოვეთ NATO. ახლა ვერ გავდგებით განზე. სწორედ ამაზე დებს ფსონს პუტინი.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული, ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი. თუ სპიკერი მოიწვევს კენჭისყრას, კანონპროექტი დღესვე დამტკიცდება ადვილად. ამის ნაცვლად, არდადეგებზე წავიდნენ. ისტორია გვიყურებს, დრო გადის. მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავს ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა