logo
ENG


მიშელი: სიმამაცის, გამბედაობის, ბრძოლის ორი წელი... უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა
შარლ მიშელი
24 თებ, 2024 14:39
მიშელი: სიმამაცის, გამბედაობის, ბრძოლის ორი წელი... უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა
  • 576ნახვები

სიმამაცის ორი წელი, გამბედაობის ორი წელი, ბრძოლის ორი წელი. თქვენ [უკრაინელები] იცავთ თქვენს ქვეყანას ვაჟკაცურად და იცავთ ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებებს. უკრაინა ევროპაა და ევროპა უკრაინაა. თქვენ იქნებით ჩვენი ევროპული კავშირის ოჯახის წევრი და დღეს, ჩვენს გულებში, თქვენ უკვე ხართ ერთ-ერთი ჩვენგანი. მხარს დაგიჭერთ, ვიდრე ბრიუსელში უკრაინისა და ევროკავშირის ლურჯი და ყვითელი დროშები ერთმანეთის გვერდით იფრიალებს. დიდება უკრაინას!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავს ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა