logo
ENG


ჯონსონი: ახლა დასავლეთში ბევრი მიხვდა: "ყირიმის დაბრუნება რეალურია"
  • 500ნახვები

ყველაზე მთავარი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირობა, ბრძოლა კიევისთვის, ხარკივის, ხერსონის და ბევრი სხვა ადგილის გათავისუფლება. თუმცა ამის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის შეგრძნებას, რომ უკრაინელების მხარდაჭერა - სწორია. არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინელები მართლები არიან. მიუხედავად იმისა, თუ რა ვნახეთ 2023 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვიაზრებთ იმას, რომ უკრაინელებს ძალიან უჭირთ რუსების გამყარებული პოზიციების გარღვევა - ომის საბოლოო დასასრული მაინც ნათელია. უკრაინა გაიმარჯვებს! ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებისკენ გზაზე. დასავლეთის სამრეწველო მასშტაბი უფრო ძლიერია. კი, ახლა იარაღის წარმოება შედარებით შენელდა. ვისურვებდი, რომ უკრაინამ მიიღოს უფრო მეტი შეიარაღება და უფრო სწრაფად, მაგრამ ეს ნამდვილად მოხდება.

როცა უკრაინელები მიიღებენ უფრო მეტ შეიარაღებას, HIMARS-ებს, ATACMS-ებს, მეტ Storm Shadow-ს, ყველაფერს რაც შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ - ყირიმთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდება. ადრე ყველა ფიქრობდა, რომ პუტინი არასდროს დათმობდა ყირიმის, ამბობდნენ, რომ ცდაც კი არ ღირს...თუმცა ახლა ბევრი მიხვდა: ყირიმი რეალურია. გარდა ამისა, ნათელი გახდა, რომ პუტინი ყირიმში დაუცველია. ყირიმის ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. შეხედეთ, რაც მიაღწიეს უკრაინელებმა. შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად გაანადგურეს რუსეთის ორი არმია - ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით უკრაინელებმა მოკლეს ან დაჭრეს 315 000 რუსი სამხედრო, გაანადგურეს ათასობით ტანკი. მთელი მსოფლიოსთვის ნათელია, რომ უკრაინელებს სჯერათ თავიანთი ქვეყნის. ზუსტად ამიტომ გაიმარჯვებენ.

განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონა უკრაინასკაია პრავდასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა