logo
ENG


მდინარაძე აზარაშვილზე: მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, მოხსნას ნუ დავარქმევთ
  • 427ნახვები

როდესაც არის გარკვეული სხვაობები, მათ შორის ხედვებში, მიდგომებში, რატომაა პრემიერმინისტრი ვალდებული, რომ აუცილებლად გააგრძელოს ასეთ შემთხვევაშიც მუშაობა რომელიმე მინისტრთან? ბოლო პერიოდში კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და იყო მართლაც განსხვავებები, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მიღებულ იქნა ეს ერთობლივი გადაწყვეტილება პრემიერმინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის კომუნიკაციის შედეგად. მან გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინა თანამდებობა და მოხსნას მაინცდამაინც ნუ დავარქმევთ.

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა