logo
ENG


სამადაშვილი: ოცნების რუსული მმართველობის პერიოდი სრულდება, კადრებსაც კი ვერ პოულობენ
  • 410ნახვები

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან დამაჯერებელი მარცხი ელოდება. ამიტომ არის ეს კრიზისი მათ შორის მის პოლიტიკურ გუნდში. ყველა ხვდება, რომ ქართული ოცნების სამარცხვინო რუსული მმართველობის პერიოდი სრულდება. ვხედავთ, რომ კადრებსაც კი ვერ პოულობენ. თუ ხსნი ვიღაცას თანამდებობიდან, ალბათ, შემცვლელი უკვე უნდა გყავდეს შერჩეული.

განაცხადა ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა