ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები. იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად, აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.