logo
ENG


დანიგანი: საქართველოს ადგილი დემოკრატიების დასავლურ ოჯახშია - იქამდე რთული სამუშაოა წინ
  • 375ნახვები

მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორია შეუცვლელია. ის ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, მას მხარს უჭერს ქართველი ხალხის 90% და ის არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ელემენტი. საქართველოს ადგილი არის დემოკრატიების დასავლურ ოჯახში, მაგრამ იქამდე ბევრი და რთული სამუშაოა წინ. საზოგადოების ყველა სეგმენტმა უნდა შეასრულოს როლი. ისინი უნდა იყვნენ ერთიანი, რომ მიაღწიონ ევროკავშირის წევრობის მიზანს. დემოკრატიის რთული, მაგრამ საჭირო ელემენტები - ტოლერანტობა, ინკლუზიურობა, კომპრომისი.

მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ამის გაკეთება და იქნებით ევროკავშირის წევრები. აშშ იქნება საქართველოს მტკიცე პარტნიორი ამ პროცესში.

თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა