logo
ENG


მდინარაძე: ვისაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი, მილიარდებს განკარგავს და კორუფციაში არაა, გმირია
  • 442ნახვები

მე პირადად ავიღებდი მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 4 000 ლარი არაფრით შეიძლება ჰქონდეს ხელფასი ადამიანს, რომელიც მილიარდობით ლარს განაგებს. ამ შემთხვევაში, მართლა შეიძლება, კორუფციის რისკები გაიზარდოს და ვერ გაუწიოს კონკურენცია მაგალითად კერძო სექტორს, სადაც გაცილებით მაღალია ხელფასები. საჯარო მოხელეს, მაღალი თანამდებობის პირს მაქსიმალურად უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეს იმდენი ხელფასი მაინც, რომ რაიმე კორუფციასთან დაკავშირებით ცდუნება ტვინში აზრად არ გაივლოს. როდესაც 4 000 ლარია [ხელფასი] გმირობაა...

მართლა გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და თან 4 000 ლარი აქვს ხელფასი. მართლა გმირები არიან, გადაჭარბების გარეშე. ნებისმიერი, რომელსაც 4 000 ლარი აქვს ხელფასი, მილიარდებს განკარგავს და კორუფციაში არ არის, ის ადამიანი არის გმირი, პირდაპირ გეუბნებით, გადაჭარბების გარეშე.

ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 2025 წლიდან მინისტრების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა