logo
ENG


ღარიბაშვილი: გვარამია, მელია, გირჩი, ლელო - ეს ერთი ორგანიზმია, თავისი წანაზარდებით
  • 333ნახვები

დღეს საუბარია იმაზე, რომ თითქოს რაღაც ახალი პარტია შეიქმნა. როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას, ან ნიკა მელია, ან გირჩი, ან ლელო - ხაზარაძე. ეს ერთი ორგანიზმია, თავისი დანამატებით, წანაზარდებით. ქართველი ხალხი არის ბრძენი, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ინტერესებს. მათი მიზანი იყო სხვა ქვეყნების ინტერესების, დავალებების შესრულება.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

ზუგდიდში, ირაკლი ღარიბაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიულ აქტივს ხვდებიან, ამის პარალელურად, მოქალაქეებმა აქცია გამართეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა