logo
ENG


გახარია: პოსტსაბჭოთა წარსული უნდა დავტოვოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ
  • 495ნახვები

ჩვენ ვერთიანდებით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და ნება იყოს ხელშეუხებელი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს დასაბოლოოდ, ჩვენ ვერთიანდებით იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა წარსული დავტოვოთ წარსულში და დავასრულოთ ეროვნული მოძრაობის გმირების მიერ დაწყებული საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა, გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს იმით, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაცაა, მისიაც არის და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ჩვენ ისტორიამ გვაჩუქა. ეს არის ჩვენი ეროვნული მოძრაობა დღეს.

განაცხადა ყოფილმა პრემიერმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიულ კონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა