logo
ENG


ხოშტარია: ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თუმცა ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ
  • 458ნახვები

მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ, თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენს ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.
ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: "ვერ მოგართვით".

წერს Facebook-ზე დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.



ასევე ნახეთ
close დახურვა