logo
ENG


ვაშაძე კობახიძეს: გამოდით, თუ არ გეშინიათ და გვითხარით, რატომ ძვირდება საწვავი?
  • 374ნახვები

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო - რატომ არიდებ თავს შეკითხვას, სად მიდის ლარ-ნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან, რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში, რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას, რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ. როგორ შეიძლება ასე თავი აარიდო ადამიანმა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს. ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის? ეს არის უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ძვირ საწვავს ასხამს საკუთარ მანქანაში.

ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას, ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება. შესაბამისად, კითხვა არის ძალიან კონკრეტული - სად მიდის ეს ლარ-ნახევარი? გამოდით, თუ არ გეშინიათ და ღიად გვითხარით, სად მიდის ეს ლარ-ნახევარი. რატომ ძვირდება ასე სერიოზულად საწვავი - საზღვარზე შემოტანაზე არის 1.65 და ორმაგდება ფასი, როცა ბენზინგასამართ სადგურებზეა. ხომ არ არის იმ მაფიოზური კლანური მონოპოლიის ბრალი ეს ყველაფერი, რომელიც თქვენ ჩამოაყალიბეთ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესებთან ერთად, რომლიდანაც თქვენ ჯიბეში ილექება ფული.

რატომ აღარიბებთ ხალხს, სადამდე უნდა გამდიდრდეთ? სადამდე უნდა დააიგნოროთ ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. კიდევ ერთხელ ვუმეორებ ირაკლი კობახიძეს, გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის ლარ-ნახევარი თითოეული ლიტრი საწვავიდან. პასუხისმგებელი ხართ, გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ კონკრეტული პასუხი. და რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი, დიზელი დღეს საქართველოში. ამ კითხვებზე გაგვეცით პასუხი.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე, რომელიც საწვავის გაძვირებულ ფასს ეხებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა