logo
ENG


ლომჯარია გვარამიაზე: იყო მისგან შემოთავაზება, თუმცა მასაც ის ვუთხარი, რაც პოსტში დავწერე
  • 364ნახვები

ჩემთვის ეს ველი [პოლიტიკა] საინტერესო არ არის, იმიტომ, რომ მე არ მაინტერესებს არც პარლამენტში მოხვედრა და არც კონკრეტული პარტიის ბარიერის გადალახვა. მე მაინტერესებს ამ ქვეყანაში სისტემური ცვლელებები და ეს სისტემური ცვლილებები არ მიიღწევა, თუ გარკვეული პოლიტიკური კონფიგურაცია არ შეიქმნება ამ ქვეყანაში. ამიტომ, თუ დავინახე, რომ რაღაც ისეთი საინტერესო იქმნება, სადაც ჩემი მისვლით ამ ყველაფერში საინტერესო და მნიშვნელოვან როლს შევძენ და კიდევ უფრო გავაძლიერებ რაღაც პროცესებს, რატომაც არა, სიამოვნებით.

იყო მისი [გვარამიას] მხრიდან გამოხატული სურვილი თანამშრომლობის ჩემთან პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა მე მასაც ის ვუთხარი, რაც საჯარო პოსტში დავწერე. კონკრეტული სტრატეგიები და კონკრეტული საუბრები არ ყოფილა.

განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ფორმულასთან საუბრისას.

26 თებერვალს, ლომჯარიამ საჯარო პოსტი დაწერა, სადაც თქვა, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, არც მარტო და არც სხვასთან ერთად. 



ასევე ნახეთ
close დახურვა