logo
ENG


ზურაბიშვილი დიასპორას: დღეიდან უნდა დაიწყოთ მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები
  • 364ნახვები

თქვენი [დიასპორის] მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა, მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად იყოთ ჩაწერილი საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად, უკვე დღეიდან დაიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ გაიხსნას დამატებითი უბნები. მე არ დაგიმალავთ იმას, რომ ეს ადვილი არ იქნება, ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენს პარტნიორ ელჩებთან ამ საკითხებზე და არის მხარდაჭერა ამ კუთხით, მაგრამ საჭირო იქნება, ალბათ, დიდი მობილიზება იმისთვის, რომ ის რაზეც გვეუბნებიან, რომ რატომაც არა, მაგრამ რთულიაო, გაკეთდეს და დროულად გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნების წინ ერთი თვით თუ 40 დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა