logo
ENG


ზარქუა: ველოდები, რომ ბოლო-ბოლო გვეტყვის სტოლტენბერგი, როდის გავხდებით NATO-ს წევრი
  • 366ნახვები

მოლოდინები ის მაქვს, რომ ბოლო-ბოლო ჩამოიტანს იმ თარიღს და გვეტყვის, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი და მისი უსაფრთხოება იქნება დაცული. რაც შეეხება, რამდენად დავწინაურდით ჩვენ - თვითონ ისინი ამბობენ, ჩვენი პარტნიორები NATO-დან, სწორედ ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც არასდროს, ისე არის საქართველო-NATO-ს ურთიერთობა ახლოს, უფრო დაახლოებული. იცით, რომ ერთობლივი წვრთნები, აღჭურვა და ა.შ. გრძელდება ეს პროგრამები. ასე რომ, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, კიდევ ერთხელ მოვისმენთ NATO-ს ხელმძღვანელობისგან, ლიდერებისგან, თუ რა ეტაპზე ვართ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. 

საქართველოში დღეს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოვა. ის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა