logo
ENG


კობახიძე სტოლტენბერგს: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
  • 404ნახვები

მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო NATO-ს და პირველ რიგში, პირადად, გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. 

თავის მხრივ, NATO მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. 

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. სტოლტენბერგი ოფიციალური ერთდღიანი ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა