ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და ჩვენი ძალისხმევა უფრო ინტენსიური გავხადოთ, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. დადგა დრო, რომ რიტორიკიდან მოქმედებებზე გადავიდეთ. უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს. ასე რომ, ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიმოქმედოთ, როგორც უკრაინის ფარი
განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.