logo
ENG


სტანო: ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
პიტერ სტანო
23 მარ, 2024 01:08
სტანო: ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
  • 405ნახვები

ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი,  პიტერ სტანო მოსკოვში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა