მე პატივისცემა უნდა გამოვხატო ყველა უნივერსიტეტის მიმართ. როდესაც მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, 1995-2000 წლებში, განათლების დონე მაშინაც იყო საკმაოდ დაბალი, შეიძლება კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე დღეს. რეალურად შემდეგ წავედი გერმანიაში და იქ გავიგე, რა იყო იურისპრუდენცია. მანამდე, ეს დარგი საერთოდ ვერ გავიგე რა იყო თავისი არსით. ამის მიუხედავად, დღემდე ჩემთვის ყველაზე საყვარელი უნივერსიტეტი არის თსუ. მათ შორის იმ ისტორიიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, რაც ამ უნივერსიტეტს აქვს, მაგრამ როდესაც საუბარია კარგ უნივერსიტეტზე, ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ? იმაზე, რომ ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ საუნივერსიტეტო სისტემის რესურსები ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით თსუ-ის შესაძლებლობების გაძლიერება გვინდა. ეს არის მთავარი ამოცანა.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული იმედის მიერ გამართულ დებატებში.