მხოლოდ იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ვინმემ ფოტო გადაიღო ჯეი დი ვენსთან, ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს მჭიდრო ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რასაც შესაძლოა მინისტრი ცდილობდეს წარმოაჩინოს. აი რა ხდება, სრულიად ნათელია, რომ რუსეთი შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეა, რა თქმა უნდა, ასევეა ირანიც და განსაკუთრებით ირონიულია, რომ ისინი აღნიშნავენ ირანში ისლამურ რევოლუციის წლისთავს, მას შემდეგ , რაც ათასობით ადამიანი მოკლა აიათოლას მთავრობამ, ზუსტად ისე, როგორც საქართველო ახშობს საკუთარი ხალხის ხმას. როგორც ჩანს ერთნაირები ერთად იკრიბებიან. ასე რომ, ალბათ ერთი ბუმბულის ფრინველები ერთად იკრიბებიან. მაგრამ თუკი არსებობს რაიმე ტიპის რწმენა ან მოლოდინი, რომ ეს თითქოს შეუმჩნეველი დარჩება შეერთებულ შტატებში, ეს ასე არ არის. ეს ასე ვერ დარჩება. კიდევ ერთხელ, მიუხედავად ჩვენი შიდა პრობლემებისა შეერთებულ შტატებში, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით ჩვენც გვაქვს ახლა ტურბულენტური მომენტი. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატები აქ იქნება კიდევ 100 წელი. რუსეთი კი — დარწმუნებული არ ვარ. ირანი ზღვარზეა. როცა აიათოლა გარდაიცვლება, რაც მალე მოხდება, მიუხედავად ყველაფრისა, ის ხანდაზმული ადამიანია, ირანში პრობლემები იქნება. მე შემიძლია გითხართ, რომ ირანთან და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა არ არის მომავლის გასაღები, ალბათ დრო დაჭირდება იმას რომ ეს გააცნობიერონ და გაიგონ.
განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალებისა და საჰაერო ეროვნული გვარდიის ყოფილმა ოფიცერმა გადაცემა ფორმულას გადაცემა "გეოპოლიტიკაში".