logo
ENG


კალასი: ქართველებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, EU-ში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არაა
კაია კალასი
06 მარ, 2026 17:41
კალასი: ქართველებს ჩვენი მხარდაჭერა აქვთ, EU-ში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არაა
  • 162ნახვები

თუ ხელისუფლება საკუთარ ხალხს ესხმის თავს, ახშობს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უკვე შეუწყვიტა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიის უკუსვლის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის მჩაგვრელ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს ევროკავშირში თავისუფლად მოგზაურობაში. ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის. 

თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა. 

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა - ამიერიდან, მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა მოეთხოვებათ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა