ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.
წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 115 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.