logo
ENG


მურუსიძე: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე
  • 457ნახვები

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო.

თქვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე.



ასევე ნახეთ
close დახურვა