logo
ENG


მდინარაძე: მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან
  • 395ნახვები

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე.

უკვე 10 წელია, სიტყვა კლანს ამკვიდრებთ, კლანის წევრიაო და ამით განსაზღვრავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის უხეში ჩარევა. საქართველოში არის უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე. თქვენ რომ სახელები და გვარები ათწლეულის განმავლობაში ატრიალეთ ნეგატიურ კონტექსტში, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანიც კი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს.

სულ არ მოვექცევი იმ გავლენის ქვეშ, რომ თქვენ რადგან 10 წელი მურუსიძე და ჩინჩალაძე ნეგატიურ კონტექსტში ატრიალეთ და კლანი იძახეთ ამ ორ გვართან ერთად, მე ამის ზეგავლენის ქვეშ არ ვექცევი და ჩემთვის ეს გამომრიცხველი ფაქტორი არ არის, რომ ეს ადამიანები კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავის საქმეს. თქვენი დალაგებული შავი პიარი ჩემთვის განმსაზღვრლი არ არის.

ამბობს ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვეტინგზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა