logo
ENG


ქურდოვანიძე: კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის საფრთხე, ეს ყველა მოსამართლეს არ ეხება
  • 308ნახვები

კეთილსინდისიერების შემოწმება - ეს არ არის რაიმე საფრთხე. გუშინ ცდილობდა გავლენიანი ჯგუფი, მოსამართლეებისთვის ეთქვა, რომ თითქოს ეს არის საფრთხე და ვინმე მათ ემუქრება, რომ სისტემიდან გაყრის. ეს არ არის სწორი. კეთილსინდისიერების შემოწმება - ყველა მოსამართლეს არ მოუწევს ამის გავლა, იმიტომ, რომ რეკომენდაციაში ეს ასე არ წერია. აქ არის საუბარი რამდენიმე თანამდებობაზე სასამართლო სისტემაში, სადაც მყოფი პირები ან მომავალში ვისაც სურს, რომ ეს პოზიციები დაიკავოს, უნდა შემოწმდნენ კეთილსინდისიერების მექანიზმის ფარგლებში და ეს ყველა მოსამართლეს არ ეხება. კეთილსინდისიერების შემოწმება - ეს არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს ამის, ეს იქნება მხოლოდ ის, ვინც ფიქრობს, რომ ის კეთილსინდისიერების შემოწმებას ვერ გაივლის.

განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

გუშინ, მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე ვეტინგის სისტემა დაგმეს. როგორც მოსამართლე ლევან მურუსიძე ამბობს, ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს განცხადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა